06 მაისი 2024,   00:38
ვრცლად
როგორც დედოფალს არ ასცდება პირველ ღამეს, ივანიშვილის ისე არ ასცდება ხელისუფლებიდან გაქცევა - გიორგი გუგავა

ევროპარლამენტარების საგანგებო მიმართვას, რომელშიც ისინი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს სთხოვენ მოახდინოს გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ მან ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრთან დიალოგი დაიწყოს, თბილისში ეხმაურებიან.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ ევროპიდან მომავალი გზავნილები უფრო და უფრო მკაცრდება და თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს იმას, რომ  პროპორციულ სისტემაზე დროულად უნდა გადავიდეს, მაშინ მაშინ შესაძლებელია მოვლენებმა ქუჩაში გადაინაცვლოს.

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს უჭერს როგორც ოპოზიცია, ასევე საზოგადოება.

Image result for ხათუნა სამნიძე„მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა მიმართა კონკრეტული წერილით ვენეციის კომისიას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ევროპული სტრუქტურა ჩაერთოს ამ პროცესში და ხელისუფლებამ რომელიც აბსოლუტურად მარტო დგას ერთ მხარეს და ამტკიცებს, რომ პროპორციული სისტემა არ არის მნიშვნელოვანი 2020 წლისთვის, უნდა გაიგოს და ყველამ უნდა გააგებინოს  რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, პლურალიზმისთვის, დემოკრატიული განვითარებისთვის, რომ მომდევნო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით და ყველა პარტიას ჰქონდეს ადეკვატური, შესაბამისი წარმომადგენლობა პარლამენტში,“-განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ივანიშვილის ხელისუფლების დასასრულს ნიშნავს-ასეთია „ლეიბორისტული პარტიის“ პოზიცია. პარტიის პოლიტიკური მდივანი აცხადებს, რომ სწორედ ამ მოტივით ცდილობს ხელისუფლება დრო მოიგოს. გიორგი გუგავას თქმით, სრულიად შესაძლებელია, რომ 2020 წელს არჩევნები მაჟორიტარული სისტემით აღარ ჩატარდეს.

Image result for გიორგი გუგავა„აბსოლუტურად შესაძლებელია საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება გამომდინარე იქიდან რომ ამას მხარს დაუჭირეს საპარლამენტო ოპოზიციაც და არსებობს სამი მეოთხედი ხმებისა, რომლითაც შესაძლებელია კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდეს და 2020 წელს არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით. რაც ბუნებრივია მას ძალაუფლებას დააკარგვინებს და ამ საფრთხის გამო თავს იკატუნებენ. მაგრამ როგორც სახალხო გამოთქმაა, "დედოფალს არ ასცდებაო პირველ ღამეს," დაახლოებით ივანიშვილის ისე არ ასცდება ხელისუფლებიდან გაქცევა,“-განაცხადა გიორგი გუგავამ.

„თავისუფალი დემოკრატები” კი ფიქრობენ, რომ დასავლეთის ზეწოლა "ოცნების" ხელისუფლებაზე სულ უფრო მწვავე გახდება. ნინო გოგუაძის თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების და ევროპელი პარტნიორების მოწოდებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მოშორდებიან ევროატლანტიკურ სივრცეს.

Image result for ნინო გოგუაძე„ქართული ოცნების" ხელისუფლებაზე ზეწოლა გაიზრდება სულ უფრო და უფრო როგორც ქვეყნის გარედან, ასევე ქვეყნის შიგნიდან და ჩვენ დარწმუნებული ვართ , რომ ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. საკონსტიტუციო ცვლილებები მოესწრება, თუ იქნება ხელისუფლების პოლიტიკური ნება. თუ ისინი არ დაყვებიან როგორც საკუთარი ხალხის, ასევე ევროპული სტრუქტურების და ჩვენი პარტნიორების მოწოდებებს, მაშინ ისინი ან მიზანმიმართულად, ან უნებლიედ შორდებიან ევროატლანტიკურ სივრცეს, ევროპას და აქ ამკვიდრებენ რუსული გავლენის სახელმწიფოს,“-განაცხადა ნინო გოგუაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები