19 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები და ია კერზაიას საქმე - ევროპარლამენტარები საქართველოში შექმნილ საგანგაშო ვითარებაზე საუბრობენ

2 კრიტიკული და მწვავე წერილი ბრიუსელიდან, რომელსაც 2 ადრესატი ჰყავს - ევროპარლამენტარების წერილის ადრესატები საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინი არიან.

11 გავლენიანი ევროპარლამენტარი, ანა გომეში, რებეკა ჰარმსი, ჟან ლამბერტი და სხვები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თხოვნით მიმართავენ, რომ საქართველოს მთავრობასთან დიალოგი გამართოს, რათა ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 ის ნაცვლად 2020 წლის არჩევნებისთვის გადავიდეს.

წერილში საუბარია, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებსა და ია კერზაიას საქმეზე.

„2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩვენების შესახებ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში, რომელიც 1991 წლიდან ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკული შეფასებას წარმოადგენს, იდენტიფიცირებულია ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვის, საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლისა და დაშინების შემთხვევები. გარდა ამისა, საზოგადოება “სამართლიანი არჩევნები” მიუთითებს ზეწოლისა და შევიწროების შემთხვევებზე, კერძოდ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, ქალბატონი ია კერზაიას საქმეზე.

"ორივე ანგარიში განგაშის ზარია ჩვენთვის, ევროპარლამენტის წევრებისა და საქართველოს მეგობრებისთვის, რომელთაც სურთ რომ ამ ევროპულმა ქვეყანამ გააგრძელონ რეფორმების გზა და შედეგად შეძლოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პირობების შესრულება.

„მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას 2024 წლამდე გადაავადოს პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება, კრიტიკა მოჰყვა ყველა დაინტერესებული მხარის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ მოუწოდა ხელისუფლებას ჩაერთოს დიალოგში 2020 წლისთვის საარჩვენო სისტემასთან დაკავშირებით კომპრომისის მისაღწევად.

"აქედან გამომდინარე მოგიწოდებთ, მოახდინოთ ზემოქმედება საქართველოს ხელისუფლებაზე ოპოზიციასთან ამ მნიშვნელოვანი დიალოგში ჩართვის მიზნით“-ნათქვმია წერილში.

დღის ამბები