06 მაისი 2024,   06:19
ვრცლად
NATO-ს შექმნიდან 70 წელი გავიდა

ნატო-ს შექმნიდან ზუსტად 70 წელი გავიდა. 12-მა ქვეყანამ ჩრდილო-ატლანტიკურ ხელშეკრულებას 1949 წლის 4 აპრილს, ვაშინგტონში მოაწერა ხელი.

ალიანსი რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში ერთობლივ საპასუხო ქმედებებზე შეთანხმდნენ.

70 წლის შემდეგ ნატო-ს წინაშე ახალი გამოწვევებიც დგას, აქედან ერთ-ერთი რუსეთის აგრესიაა - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ვაშინგტონში , ნატო-ს ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლის დროს მაიკ პომპეომ ალიანსის პოზიციების გაძლიერების კუთხით შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს სამხედრო დანაყოფის გაზრდაზეც ისაუბრა.

"როდესაც 1949 წლის 4 აპრილს ამ ოთახში ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, პრეზიდენტმა ჰარი ტრუმანმა ჩვენს კოლექტიურ მისწრაფებებზე საუბრისას ნატო-ს, "აგრესიის წინააღმდეგ ფარი" უწოდა. მაშინ ზოგი ფიქრობდა, რომ თავად ნატო-ს იდეა იყო აგრესიული. მაგრამ 12 დამფუძნებელი ქვეყნის ისტორიული იმედები წლების განმავლობაში გამართლდა.
დღეს ძველ გამოწვევებთან ერთად, ახალი გამოწვევების წინაშეც ვდგავართ. ესენია რუსეთს აგრესია, მასობრივი მიგრაცია, ახალი ტექნოლოგიებით გამოწვეული სისუსტეები. შეიქმნა არასტაბილურია გეოპოლიტიკურად გარემო. ერთად, ალიანსის წვერები ვაძლიერებთ ჩვენს შეკავებისა და თავდაცვით პოზიციას. ჩვენ ვზრდით ჩვენს ყოფნა ბალკანესა და შავი ზღვის რეგიონებში, ვზრდით ჩვენი ძალების მზადყოფნას და ვაუმჯობესებთ მდგრადობას თანამედროვე ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ,"-განაცხადა მაიკ პომპეომ.

დღის ამბები