06 მაისი 2024,   21:55
ვრცლად
კულტურის მიმართულების განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები - მერიის წარმომადგენლებმა ანგარიში წარადგინეს

მერიის წარმომადგენლებმა კულტურის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინეს.

პრეზენტაციაზე, სადაც აღნიშნული საკითხი განიხილებოდა სპეციალურ კვლევაზეც ისაუბრეს, რომლის მეშვეობითაც რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება გამოიკვეთა.

დედაქალაქის მერის მოადგილის განცხადებით, კვლევის მიხედვით, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი კულტურის ხელმისაწვდომობაა.

„ერთ-ერთი კომპონენტი კვლევაში, სწორედ მრავალფეროვნებაა და კულტურის ხელმისაწვდომობა ამოვიდა. ჩვენ უკვე დავიწყეთ შარშან პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ . ძალიან სამწუხაროდ, დღეს ფუფუნების საგანია ალბათ მოსახლეობისთვის, ნაწილისთვის ყოველ შემთხვევაში, რომ იაროს საკონცერტო დარბაზებში, თეატრებში, გარკვეულ სპექტაკლებს დაესწროს და ჩვენ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ათივე რაიონში სხვა და სხვა ღონისძიებებით შევსულიყავით. რა თქმა უნდა, ეს მიდგომა და ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება,“- განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ.

დღის ამბები