07 მაისი 2024,   09:54
ვრცლად
ბათუმი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

ბათუმი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. შეჯიბრში 400 სპორტსმენი მონაწილეობს.

ჩემპიონატი ოფიციალურად დღეს გაიხსნა. საქართველო დამოუკიდებლობის შემდეგ, მეორედ უმასპინძლებს ევროპირველობას.

გიორგი ასანიძის გუნდი ევროპირველობაზე პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა. საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი ასანიძე, დარწმუნებულია, რომ ლაშა ტალახაძე ტიტულს შეინარჩუნებს.

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ამბობს, რომ გუნდი ძალიან კარგად არის მომზადებული და იმედოვნებს, რომ კარგ შედეგს მიაღწევენ.

ლაშა ტალახაძის გამოსვლა 13 აპრილს იგეგმება.

ევროპის ჩემპიონატზე გათამაშდება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები.

 

 

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები