06 მაისი 2024,   18:48
ვრცლად
ვიზიტი კატარში - ირაკლი კობახიძე „პარლამენტის თავმჯდომარეების დიალოგში“ მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, დოჰაში ვიზიტს აგრძელებს. ირაკლი კობახიძე კატარში, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს.

დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტთან, გაბრიელა კუევას ბარონთან, მასპინძელი ქვეყნის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარესთან და ასამბლეის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების ხელმძღვანელებთან.

დღესვე ირაკლი კობახიძე, 80 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, „პარლამენტის თავმჯდომარეების დიალოგში“ მიიღებს მონაწილეობას.

დღის ამბები