30 აპრილი 2024,   12:24
ვრცლად
"ეს თავიდან ბოლომდე არის გამოხატვის თავისუფლების ფარგლები" - ჯანდიერი ნიკა გვარამიას გამონათქვამებზე

შეტევა ნიკა გვარამიასა და რუსთავი2-ზე - იურისტი დავით ჯანდიერი იმედის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება.

საუბარია იმედის მიერ მომზადებულ რეპორტაჟზე სათაურით - "ერის მაგინებელი - გვარამიას ბილწისტყვაობას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა". გადაცემა იმედის კვირამ  რეპორტაჟი მოამზადა, სადაც ხაზგასმული იყო ნიკა გვარამიას პოლიტიკური წარსული და გაკრიტიკებული იყო მისი ლექსიკა ფეისბუქ ლაივებში.

ჯანდიერისთვის იმედის არგუმენტი, რომ წერილის საფუძველზე მიიღეს სიუჟეტის გაკეთების გადაწყვეტილება, გასაკვირია. მისი თქმით, განცხადება იმაზე, რომ საზოგადოების მცირე ჯგუფმა განხილვა მოაწყო და ეს მედიამ გააშუქა, საბჭოთა კავშირის გემოვნების ტოლფასია.

„გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს არა მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც სასიამოვნო არის მოსასმენად და მისაღებად, არამედ იმ ინფორმაციას, რომელიც არის შოკისმომგვრელი, რომელიც არის შეურაცხმყოფელი. ეს არის ევროპული სასამართლოს აზრით და ევროპული სასამართლოების აზრით ის, რასაც ეფუძნება დემოკრატიული საზოგადოება,“ - ამბობს ჯანდიერი.

ჯანდიერის თქმით, ნიკა გვარამიას განცხადებები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება.

„ამით რეალურად ხდება კონცენტრირება მისი მოსაზრების, რომ გაამწვავოს საკითხი იმისთვის, რომ მის შეფასებას მოჰყვეს ყურადღების აწევა მაყურებლის მხრიდან. ამიტომ ეს თავიდან ბოლომდე არის გამოხატვის თავისუფლების ფარგლები, რომელიც კონვენციურია და რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი,“ - განაცხადა ჯანდიერმა.

დღის ამბები