ახალი შეტევა "რუსთავი ორზე" და არხის გენერალურ დირექტორზე. ტელეკომპანია "იმედის" მიერ დაანონსებული წერილი, რომელსაც თითქოს მწერლები, მეცნიერები და კულტურის მოღვაწეები აწერენ ხელს, ამ დრომდე არ არსებობს.
გადაცემა "იმედზე" ისე დასრულდა, რომ არც წერილის ხელმომწერთა გვარები დასახელებულა და არც მათ ინტერვიუები მოუსმენია ვინმეს. არადა წამყვანი აანონსებდა, რომ "რუსთავი 2"-ის და მისი გენერალური დირექტორის წინააღმდეგ მწერალთა მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა ერთობა შეიკრიბა. იმსჯელეს და ვრცელი მიმართვას ხელიც მოაწერეს. როდის, ვისი ორგანიზებით და სად შედგა ეს შეხვედრა, გადაცემის ავტორს არ უთქვამს.
ვრცელ რეპორტაჟში არაფერი იყო ნათქვამი, სად და ვისი ორგანიზებით შედგა შეკრება, სადაც საპროტესტო მიმართვაზე იმსჯელეს და შეხვედრის მონაწილეებმა ხელიც მოაწერეს.
"კურიერმა" კი გაარკვია, რომ შეხვედრა რუსთაველის თეატრში შედგა, თუმცა როგორც მისი მონაწილეები აცხადებენ, სამაუწყებლო კომპანია და არხის გენერალური დირექტორი იქ არავის უხსენებია და არც განცხადება მიუღიათ და არც ხელმომწერებიც არ არსებობენ.
ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ანთიძე ერთ ერთი იყო ვინც ამ შეხვედრად ესწრებოდა. ანთიძე ამბობს, რომ საუბარი არც ნიკა გვარამიაზე და არც "რუსთავი 2"- ზე არ ყოფილა. ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მწერლები და და მეცნიერების დისკუსიას მას შემდეგ დატოვა, რაც რაც მედიის პრობლემებზე სასაუბროდ შეკრებილებმა საუბარი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანეს. ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ანთიძე ამტკიცებს, რომ ხელი არანაირ მიმართვაზე არ მოუწერია. იგივეს ამბობს, შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე გოგი ოთხმეზური. ის "კურიერთან" საუბრისას ყვება, რომ ტექსტი მიუტანეს, თუმცა მის შინაარსს არ დაეთანხმა და ჩასწორება მოითხოვა.
"იმედის" სიუჟეტს უკვე მოჰყვა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების რეაქციები. კოლექტიურმა წერილმა, მხატვარ გია ბუღაძეს დამოუკიდებელი მედიის წინაღმდეგ საბჭოთა მეთოდებით ბრძოლა გაახსენა.
კომუნისტური მეთოდებით ბრძოლაზე საუბრობს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანიც. ამბობს რომ ხშირად ტელეეთერით მოსმენილი ბილწსიტყვაობა ყურს ჭრის თუმცა ნიკა გვარამიას აღშფოთების მიზეზი ესმის.
"იმედის კვირაში" გასული რეპორტაჟი ნიკა გვარამიასაც საბჭოთა წყობილებას ახსენებს, როდესაც ამა თუ იმ საქციელის გამო პიროვნების სურათებს სირცხვილის დაფაზე კიდებდნენ სათაურით "ვინ გვარცხვენს."