30 აპრილი 2024,   18:19
ვრცლად
"ამ ქვეყანაში თითოეული ადამიანის ბედზე მოფიქრალი ადამიანის ნაწერს ეს წერილი არ ჰგავს" - დავით ჯანდიერი

იურისტი დავით ჯანდიერი არჩევანის ეთერში ზუგდიდში მერობის შუალედურ არჩევნებს ეხმაურება. ჯანდიერი ბიძინა ივანიშვილის მიერ 9 აპრილთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილს აფასებს.

მისი თქმით, ივანიშვილის წერილში ბევრი გაუგებარი მომენტი იყო და აღნიშნავს, რომ ოცნების ლიდერი ქვეყანაში არსებული მდგომარეობით კმაყოფილია.

„ამ ქვეყანაში თითოეული ადამიანის ბედზე მოფიქრალი ადამიანის ნაწერს ეს წერილი არ ჰგავს. ყოველდღიურად ადამიანები არიან, რომელსაც ლუკმა-პური არ აქვთ, ადამიანები არიან, რომლებმაც არ იციან, ხვალ რა გააკეთონ, ადამიანები არიან, რომლებიც სამუშაოს ვერ პოულობენ და უკიდურეს სიღარიბეში მიდიან საზღვარგარეთ,“ - ამბობს ჯანდიერი.

ჯანდიერის განცხადებით, ივანიშვილი წერილიდან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოთმინებისკენ.

„არცერთი პოლიტიკური პარტია არ ყოფილა, რომელსაც იმდენი დაპირება გაეცა, როგორც ქართულმა ოცნებამ გასცა და რომელიც შემდგომში ხელისუფლებაში მოვიდა და რომელსაც არ განეხორციელებინა თავისი ფუნდამენტური მთავარი დაპირებები,“ - განაცხადა ჯანდიერმა.

დღის ამბები