07 მაისი 2024,   08:29
ვრცლად
ივანიშვილს ჰგონია, რომ რასაც ის იტყვის, არის უაპელაციო ჭეშმარიტება და სწორედ ასე მიიღებს მას საზოგადოება - შავგულიძე ივანიშვილს პასუხობს

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პასუხობს. საუბარია ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებაზე, როდესაც მან შალვა შავგულიძე გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური თამაშებში დაადანაშაულა და შეეცადა ლევან  მურუსიძე და მისი რეპუტაცია დაეცვა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით  გირგვლიანის საქმე შალვა შავგულიძემ, თავის დროზე ზედა ინსტანციაში არ გაასაჩივრა, ლევან მურუსიძეს კი საქმის უკან დაბრუნების უფლებამოსილება არ ჰქონდა.

შალვა შავგულიძე, რომელიც სანდრო გირგვლიანის ოჯახის ინტერესებს იცავდა, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს მოახლოებულ შუალედურ არჩევნებს უკავშირებს. შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ  თავად ივანიშვილმა გამოიყენა ეს საქმე პოლიტიკურად მაშინ როდესაც აწყობდა. ახლა კი მან პოზიცია შეცვალა.

„სამწუხაროდ, ბატონ ივანიშვილს ჰგონია, რომ რასაც ის იტყვის ის არის უაპელაციო ჭეშმარიტება და სწორედ ასე მიიღებს მას საზოგადოება. მაშინ როცა 2012 წელში არჩევნებში გამარჯვებისათვის ბატონ ივანიშვილს სჭირდებოდა გირგვლიანის საქმის გამოყენება და მისი ადვოკატის გვერდში დგომა, ის რა თქმა უნდა ამას არ აცხადებდა და პირიქით, მაშინდელი ხელისუფლება, მაშინდელი სასამართლო სჩადიოდა საშინელებას, ესეთი იყო მისი განცხადებები და მე გახლდით მაჟორიტარობის კანდიდატი თბილისში, ვაკის ოლქში. მაგრამ დღეს ბატონ ივანიშვილს დასჭირდა სწორედ ის მოსამართლეები, რომლებიც ხელისუფლების მსახურობით გამოირჩეოდნენ და მათშორის ბატონი მურუსიძე. შესაბამისად, ბატონმა ივანიშვილმა შეცვალა პოზიცია და ახლა გადაწყვიტა, რომ მოსამართლე მურუსიძე იყო მართალი იმ შემთხვევაში და ადვოკატმა შავგულიძემ დააშავა რაღაც იმ საქმეზე,“-განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები