06 მაისი 2024,   19:06
ვრცლად
ჩემი გაჩუმება სააკაშვილმა ვერ მოახერხა მაშინ... ახლა ბიძინა ივანიშვილმა მოინდომა... უკაცრავად, ვერავის გამო ვერ გავჩუმდები - ბესელია 

ჩემი გაჩუმება სააკაშვილმა ვერ მოახერხა მაშინ, როდესაც საბრალდებო სკამზე ერთ მხარეს შვილი მეჯდა სკოლის მოსწავლე და მეორე მხარეს ძმა - ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრისას გააკეთა.

ეკა ბესელია ყოფილი ლიდერის გუშინდელ განცხადებებს აფასებს და ამბობს, რომ ახლა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტიიდან წასულ პოლიტიკოსებზე „ნაწყენია,“ რადგან მათი გაჩუმება ვერ მოახერხა.

ეკა ბესელია-ის სურათის შედეგი

„გაბრაზებულია, ნაწყენია იმიტომ რომ ჩვენ ვერ გაგვაჩუმა და ჩემი გაჩუმება სააკაშვილმა ვერ მოახერხა მაშინ, როდესაც საბრალდებო სკამზე ერთ მხარეს შვილი მეჯდა სკოლის მოსწავლე და მეორე მხარეს ძმა. ეს იყო სწორედ იმიტომ, რომ გავჩუმებულიყავი. ახლა ბიძინა ივანიშვილმა მოინდომა ჩემი გაჩუმება ხათრის გამო და უკაცრავად, მაგრამ როცა საქმე ამ ქვეყნის მომავალს ეხება, იდეალებს ეხება, სამართლიანობას ეხება, მე შვილზე და ძმაზე ძვირფასი არავინ არ მყავს ქვეყანაზე და მათ გამო ვერ გავჩუმდი და ვერავის გამო ვერ გავჩუმდები,“ - აცხადებს ეკა ბესელია.

 

 

დღის ამბები