02 მაისი 2024,   10:33
ვრცლად
“ბრექსიტი” 31ოქტომბრამდე გადაიდო

“ბრექსიტი” 31ოქტომბრამდე გადაიდო. ევროპის ლიდერებმა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებიდან   გასვლის გადავადებას მხარი ევროკავშირის საგანგებო სამიტზე დაუჭირეს.

ტერეზა მეიმ ევროკავშირის შეთავაზება უკვე მიიღო. ევროსაბჭოს პრეზიდენტის განმარტებით, დამატებითი 6 თვე ჩიხში შესულ ოფიციალურ ლონდონს საშუალებას მისცემს შექმნილი ვითარებიდან უკეთესი გამოსავალი იპოვოს. სხვა შემთხვევაში უკვე ხვალ საღამოს მას ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის საშიშროება ემუქრებოდა.

დონალდ ტუსკის თქმით, ამ დროის განმავლობაში ბრიტანეთს შეუძლია მოახდინოს უკვე არსებული შეთანხმების რატიფიცირება და დროზე ადრე გავიდეს ევროკავშირიდან, ან სულაც გადახედოს საკუთარ სტრატეგიას და „ბრექსიტი“ გააუქმოს.

დღის ამბები