02 მაისი 2024,   12:23
ვრცლად
იტალიის პარლამენტმა სომეხი ხალხის გენოციდი აღიარა

იტალიის პარლამენტმა სომეხი ხალხის გენოციდი აღიარა. მიღებული რეზოლუციით საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის თითქმის 400-მა  დეპუტატმა ქვეყნის მთავრობას მოუწოდა, ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე სომხების მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიაროს.

შესაბამის დოკუმენტს საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის უმრაველობამ დაუჭირა მხარი. 43-მა დეპუტატმა  თავი შეიკავა, წინააღმდეგი კი, არც ერთი მათგანი არ გამოსულა.

რამდენიმე დღით ადრე  იტალიელი კანონმდებლების მიერ ინიცირებული რეზოლუციის გამო მწუხარება გამოთქვა ოფიციალურმა ანკარამ. ამისთვის თურქეთის საგარეო უწყებაში იტალიის ელჩიც დაიბარეს. თურქეთის ხელისუფლება 1915-16 წლებში 500 ათასამდე ეთნიკურად სომეხის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს, თუმცა გენოციდის აღიარებაზე უარს ამბობს.

დღის ამბები