07 მაისი 2024,   03:13
ვრცლად
„მელას რაც ესიზმრებოდა, ალბათ, ის ელანდებოდა, მე ვმეტყველებ ქართულად"- ზარდიაშვილის მტკიცებით, ბესელიას გვარი შეურაცხმყოფელ კონტექსტში არ უხსენებია 

„მელას რაც ესიზმრებოდა, ალბათ, ის ელანდებოდა. მე ვმეტყველებ ქართულად. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, რომ იაზროვნონ და იმეტყველონ ქართულად,"- ასე უპასუხა დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა ეკა ბესელიას თანამოაზრეებს, რომლებმაც "ქართული ოცნების" წევრი მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკეს. 

ზარდიაშვილს განმარტების გაკეთება იმ განცხადების გამო მოუწია, სადაც აღნიშნა, რომ "ბესელიობანით" დაიღალა საზოგადოება. „ქართული ოცნების“ წევრს ეკა ბესელიას თანამოაზრეები შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. ზარდიაშვილის განცხადებით კი, როდესაც თქვა, რომ ხალხი "ბესელიობანით დაიღალა", ბესელიას გვარი შეურაცხმყოფელ კონტექსტში არ უხსენებია და მისი შეფასება არასწორად გაიგეს. 

მმართველი გუნდის წევრის თქმით, ის ქართულად მეტყველებს და აზროვნებს და კოლეგებსაც იგივესკენ მოუწოდებს.

დაკავშირებული სურათი"თარგმანებს თავი დაანებონ, ჩემს ლექსიკაში არ ზის ქალბატონზე უკმეხი სიტყვებით მინიშნება და უკმეხი სიტყვებით მოხსენიება. შესაბამისად, ვისაც რა შეგნება და ზრდილობა აქვს, იმ ზრდილობით და შეგნებით აზროვნებს და მოქმედებს. მე ვაზროვნებ და ვმეტყველებ ქართულად, შესაბამისად, ოკუპანტის ენაზე ნუ თარგმნიან ჩემს გამონათქვამებს, შესაბამისად, აქ უკვე პრობლემ აღარ იქნება, თუ გონებას გახსნიან და დაუფიქრდებიან,“ - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები