02 მაისი 2024,   09:52
ვრცლად
პოლიციამ ბათუმში ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძალადობის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით, 4 პირი - 1964 წელს დაბადებული ს.ჯ., 1986 წელს დაბადებული პ.ა., 1984 წელს დაბადებული ს.პ. და 1984 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "1984 წელს დაბადებულმა გ.გ.-მ მიმდინარე წლის აპრილში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას - 1959 წელს დაბადებულ ზ.გ.-ს და მისი კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა".

ასევე, ძალადობის ბრალდებით დააკავეს სამართალდამცველებმა 1964 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ჯ.

ბრალდებულმა თავის მფლობელობაში არსებულ სილამაზის სალონში ერთ-ერთ კლიენტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

რაც შეეხება პ.ა.-ს და ს.პ.-ს, პოლიციამ აღნიშნული პირები მეგობარი ქალებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე დააკავა.

გამოძიება ძალადობის, ოჯახში ძალადობის და სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურების ფაქტებზე მიმდინარეობს.

 

დღის ამბები