02 მაისი 2024,   12:41
ვრცლად
გურამიშვილზე მანქანა გატეხეს - მოპარულია ავტომობილის სარემონტო ხელსაწყოები და ქურთუკი

ქურდობის მორიგი შემთხვევა - თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ავტომობილი გატეხეს.

როგორც დაზარალებულმა რუსთავი2-ს განუცხადა, მანქანიდან წაღებულია ქურთუკი და ავტომობილის სარემონტო ხელსაწყოების ნაკრები.

ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. 

დაზარალებულის თქმით, გურამიშვილის გამზირზე ბოლო დღეებში ქურდობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

 

დღის ამბები