27 აპრილი 2024,   02:01
ვრცლად
დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი დაიხურა - მოსამართლე ნემსიწვერიძის გადაწყვეტილება

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძის გადაწყვეტილებით, სხდომა დახურულ რეჟიმში იმართება და დასწრების უფლება მხოლოდ ოფიციალურ მხარეებს აქვთ.

სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება.

კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სხდომის გახსნასთან დაკავშირებით, რის სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობდა.

„მოსამართლემ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რის სამართლებრივი მიზეზიც არ არსებობდა. დღეს ბრალდების მხარის 4 მოწმე გამოიკითხება. შემდეგში კი პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება,“ - განაცხადა კონდახიშვილმა.

დავით კირკიტაძის საქმესთან დაკავშირებით 60-მდე მოწმის გამოკითხვა მოხდება.

დავით კირკიტაძეს ბრალად ველისციხის ინციდენტის დროს სამართალდამცავზე თავდასხმა ედება. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები