03 მაისი 2024,   04:10
ვრცლად
„ასეთი ცინიკური შს მინისტრი ამ ქვეყანს არ ჰყოლია," - ნიკა მელია გახარიაზე საუბრობს

„ეს იყო თავზე ხელაღებული ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭის ქმედება," - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია პანკისში განვითარებულ მოვლენებს. მან შს მინისტრს, გიორგი გახარიას კრიმინალი უწოდა. ნიკა მელიამ მკაცრად გააკრიტიკა ხელისუფელების მიერ გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ საკუთარი ბიზნესინტერესები ამოძრავებს.

„მას და ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ მოჯადოებული წერე არასოდეს გაირღვევა ხალხის მიერ და ჰგონიათ, რომ ოლიგარქი ივანიშვილი, ჩხარტიშვილი და რამდენიმე ადამიანი დაეპატრონა ამ ქვეყანას სამუდამოდ, აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის... ბიძინა ივანიშვილი ხალხის ინტერესს და წუხილს არ ითვალისწინებს, მას ბიზნესინტერესები ამოძრავებს და გახარიას, ჩხარტიშვილისა და ფარცხალაძეების მეშვეობით ამ ბიზნესინტერესებს ახორციელებს,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციის წევრმა „კურიერის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ბოლო განცხადებიდან  იკვეთება, რომ ის შეუშინებიათ ხალხს. გახარიას თქმით, ჰესის თემა გადადეს და როცა მოსახლეობის 90% დაუჭერს მხარს, მაშინ აშენდება ის.

"შეუშინებია ხალხს ბატონი გახარია," - აღნიშნა ნიკა მელიამ, რომელმაც შინაგან საქმეთა მინისტრს ცინიკოსი უწოდა. 

„ასეთი ცინიკური შს მინისტრი ამ ქვეყანას არ ჰყოლია, ხან თვალს აპაჭუნებს, ხან წერილი გინდათ თუ სიხარულიო, ამაზე ლაზღანდარობს. დღეს თურმე, ჟურნალისტმა, რომელმაც ცრემლსადენი გაზი გადაყლაპა, ამ ადამიანს ეუბნება ცინიკურად, რომ გაიღიმეო,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები