27 აპრილი 2024,   09:12
ვრცლად
აქცია ზუგდიდის პროკურატურასთან - მირიან მარკელიას ოჯახის წევრები, ახალგაზრდისთვის 5-წლიანი პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებენ

აქცია ზუგდიდის პროკურატურასთან - მირიან მარკელიას ოჯახის წევრები ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენს აპროტესტებენ.

22 წლის ახალგაზრდას სასამართლომ თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიუსაჯა. საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ მომხდარ ფაქტს, როდესაც მარკელია მეზობლისთვის მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენების გამო დააკავეს.

აქციის მონაწილეები პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ.

მარკელიას ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ზედა ინსტანციაში გაასაჩივრებს.

დღის ამბები