ხმაური ზუგდიდი პროკურატურასთან - ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა მირიან მარკელის პატიმრობაში ყოფნა გააპროტესტეს.
მირიან მარკელია ცემის ფაქტზე მიმდინარე წლის იანვარში დააკავეს, რა დროსაც მან თანასოფლელს მძიმე დაზიანებები მიაყენა.
ოჯახის წევრები წარდგენილი მუხლის გადაკვალიფიცირებას და პირობითი სასჯელით შეცვლას მოითხოვენ.
„ხუთი წლიდან 8 წლამდეა მუხლი. უკვე სამი თვეა ამაზე დავდივართ. სწორი გამოძიება წავიდეს, 5 წელიწადი კაცმა კაცი მოკლა და იმაზე არ მიუციათ და ამას 5- დან 8-მდე აქვს...,“- აცხადებს ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი.