02 მაისი 2024,   10:03
ვრცლად
მედიაში ეკლესიის მიმართ კრიტიკული მოსაზრებების და სიძულვილის ენის კონტროლი - საპატრიარქოს მცდელობას მკაცრი შეფასების მოჰყვა  

თეოლოგების პროტესტი ილია მეორეს სამდივნოს - საპატრიარქოს მცდელობა, რომ მედიაში ეკლესიის მიმართ კრიტიკული მოსაზრებები და სიძულვილის ენა გაკონტროლდეს, მკაცრი შეფასების მიზეზი გახდა. სპეციალისტები საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადებას ცენზურის დაწესების მცდელობად აფასებენ, რადგან უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სპეციალურმა კომისიამ მედიაში ეკლესიის მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები შეზღუდოს.

საპატრიარქოში არ მალავენ, რომ სპეციალური ჯგუფი უკვე შექმნილია და სამუშაო პროცესიც დაწყებულია. 19 აპრილს პატრიარქის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, დუმს ეკლესია.

ვინ გააკონტროლებს დამოუკიდებელ მედიას? ეს არის კითხვა, რომელზეც სპეციალისტები დროულ პასუხს ითხოვენ.

შესაძლოა თუ არა საპატრიარქომ ამ ინიციატივით მედიის გაკონტროლების სურვილი ქონდეს? სპეციალისტების ნაწილი ამას არ გამორიცხავს, ნაწილი კი თვლის, რომ საპატრიარქოს სურვილი საგანგაშო არაა.

საპატრიარქოს სურვილია სიძულვილის ენა, ძალადობა და ბილწსიტყვაობა მედიაში კანონით დასჯადი გახდეს.

 

 

დღის ამბები