27 აპრილი 2024,   08:12
ვრცლად
"მეწყერსაშიში ტერიტორიაა" - შუახევის სოფელ ბუთურაულის მცხოვრებლები განსახლებას ითხოვენ

შუახევში სოფელ ბუთურაულის მცხოვრებლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. სამოცამდე ოჯახი განსახლებას ითხოვს. მათი მტკიცებით, სოფლის ტერიტორია მთლიანად მეწყერსაშიშია.

ბუთურაულის მცხოვრებლები სოფლის გეოლოგიურ შესწავლას ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უარყოფითი გავლენა ნიადაგზე შუახევ-ჰესის მშენებლობამ მოახდინა.

„სახლები დაიბზარა. მოსავალმა იკლო. წყალი დაშრა, ხეეები გახმა, რაც კავშირშია, ალბათ, ჰესების მშენებლობასთან. ამას არ გამოვრიცხავთ,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ჩვენი უფლებებისთვის ხელმძღვანელმა.

შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე კი განმარტავს, რომ ადგილობრივმა გეოლოგებმა პრობლემა უკვე შეისწავლეს და ახლა გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს ელოდებიან.

დღის ამბები