06 მაისი 2024,   22:44
ვრცლად
ბათუმის ბულვარში ელექტრომობილი ქვეითად მოსიარულე უცხოელ ტურისტს დაეჯახა

ბათუმის ბულვარში ელექტრომობილი ქვეითად მოსიარულე უცხოელ ტურისტს დაეჯახა. დაშავებული მოხეტილობით რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მედიკოსების განცხადებით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მას ქირურგიული ჩარევა სჭირდება. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსუბუქი დაზიანება მიიღო კიდევ ერთმა პირმა ვინც ელექტრომობილს მართავდა, ისიც ტურისტია. შემთხვევა ანბანის კოშკთან მოხდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომობილებით მოძრაობა პირველი მაისიდან იკრძალება.

დღის ამბები