26 აპრილი 2024,   09:09
ვრცლად
ამ კანონპროექტს ვაფასებთ, როგორც კლანის პოლიტიკური მხარდაჭერის გაგრძელებას - სასამართლო რეფორმის შესახებ კანონპროექტის განხილვა აქციის ფონზე ჩაივლის

პარლამენტი მოსამართლეთა შერჩევა-გამწესების შესახებ სადაო კანონპროექტზე მსჯელობას მესამე მოსმენით იწყებს. განხილვა აქციის ფონზე ჩაივლის.

„დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი“ მოუწოდებს კანონმდებლებს არ მიიღონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი. მათი შეფასებით, მმართველი გუნდი არ ითვალისწინებს საერთაშორისო საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის უმთავრეს რეკომენდაციებს.

„ვაფასებთ ამ კანონპროექტს, როგორც კლანის პოლიტიკური მხარდაჭერის გაგრძელებას, ამიტომ ყველა ვინც ფიქრობს და ვისაც სურვილი აქვს, შეიცვალოს რეალურად არსებული სიტუაცია, აქტიურად უნდა გამოხატავდეს თავის პოზიციას,“-აცხადებს იურისტი კახა კოჟორიძე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ისაუბრებენ.

კომიტეტის სხდომის დაწყებამდე კანონმდებლები სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

დღის ამბები