07 მაისი 2024,   10:19
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტი მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ წევრებთან დათმობაზე მიდის

ემანუელ მაკრონი დათმობებზე მიდის. მოძრაობა “ყვითელი ჟილეტების”  აქციების შეწყვეტის სანაცვლოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა გადასახადების მნიშვნელოვნად შემცირებისა და პენსიონერებისთვის დახმარების გაზრდის პირობა დადო.

სპეციალური ტელე-მიმართვაში ემანუელ მაკრონმა ასევე რეფერენდუმის ჩატარების პროცედურის გამარტივების შესახებაც განაცხადა. ამასთან ერთად მან თქვა, რომ რეფორმების არსებული გზიდან არ გადაუხვევს.

“ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო აქციები მთელი საფრანგეთის მასშტაბით გასული წლის ნოემბრიდან, პოლიციასთან შეტაკებებისა და დაკავებების ფონზე მიმდინარეობდა.

დღის ამბები