08 მაისი 2024,   09:31
ვრცლად
შრომითი მიგრაცია ან მიგრაცია ჯანმრთელობის პრობლემების გამო - ანალიტიკოსები მიგრანტთა რაოდენობის გაზრდას ვიზალიბერალიზაციას არ უკავშირებენ

მიგრანტების რაოდენობის გაზრდას მმართველი გუნდი უვიზო მიმოსვლის უფლების მიღებას უკავშირებს, ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება თავს იმართლებს და მიგრაციის მთავარი მიზეზი ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური ვითარებაა.

ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ამბობს, რომ არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმ ადამიანების, ვინც ქვეყანა დატოვა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მოქალაქეები ძირითადად დასაქმების მიზნით გაედინებიან.  

ვანო ჩხიკვაძის თქმით, არის ვარაუდები, რომ საქართველოს მილიონი ან მილიონნახევარი მიგრანტი ჰყავს, თუმცა, ეს უტყუარი ციფრები არ არის.

„მიგრაციის რაოდენობა, სამწუხაროდ, ჩვენ ზუსტად არ გვაქვს. საერთოდ არ არსებობს. იგივე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას არა აქვს. ანუ, ჩვენ ზუსტად არ გვაქვს მონაცემები, რა რაოდენობის საქართველოს მოქალაქე არის წასული საზღვარგარეთ.

"რაც შეეხება იმას, თუ რა არის გამომწვევი მიზეზი, როგორც წესი, სტანდარტულად ეს არის შრომითი მიგრაცია. საქართველოდან ძირითადად მიდიან შედარებით ნაკლებად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ ძირითადად არსებულის სოციალურ ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით,“ - განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.

დღის ამბები