10 მაისი 2024,   13:19
ვრცლად
ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დასამტკიცებლად პარლამენტში რიგგარეშე სესია ჩატარდება 

12 მაისს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის, იგივე იმედის დღის, ოფიციალურად განსაზღვრის მიზნით, საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე სესია ჩატარდება.

როგორც ცნობილია, 12 მაისი დასვენების დღეა, მაგრამ ამ დღეს პრემიერის ინიციტივით, ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეც აღინიშნება.

შრომის კოდექსში ამ დღეს დასვენების დღედ ოფიციალურად ოთხშაბათს რიგგარეშე სხდომაზე შეიტანენ.

„საპატრიარქოს თხოვნა იყო, მოგეხსენებათ, რომ 12 მაისი, დღეს შრომის კოდექსით არის ანდრია პირველწოდებულის დღე და ამ დღესთან ერთად, როგორც იცით, შარშან, დეკემბერში წმინდა სინოდის განჩინება იქნა მიღებული, რომლის თანახმადაც, საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ იქნა გამოცხადებული, შესაბამისად, როგორც ეროვნული დღესასწაული, ამ დღის აღნიშვნა, საპატრიარქომ მოგვმართა თხოვნით, რომ 12 მაისის საფუძვლად, შრომის კოდექსში მითითებულიყო საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ, ისევე, როგორც დარჩება საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო ტაძრის, ანრია პირველწოდებულის დამაარსებლის დღე, იმედის დღედ, ანუ ეს დღე იქნება ასე განსაზღვრული, თუ პარლამენტის მიერ უკვე მესამე მოსმენით იქნება სესიაზე მხარდაჭერილი,“ - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ამბობს, რომ პარლამენტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხალხის აზრი უნდა გაითვალისწინოს.

„ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ვფიქრობ, ასეთი ტიპის საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო. აქედან გამომდინარე, პარლამენტმა, როგორც იმ ორგანომ, რომელიც არის ხალხის მიერ არჩეული, უნდა გაითვალისწინოს ხალხის აზრი,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, 12 მაისს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ გამოცხადების შესახებ ინიციატივა საქართველოს პრემიერს ეკუთვნის. პრემიერის ინიციატივა საპატრიარქოსთან შეთანხმებულია.

დღის ამბები