26 აპრილი 2024,   08:53
ვრცლად
ყველაზე ცნობილი "მამიდა" გისოსებს მიღმა აღმოჩნდა - როენა ხუცურაული სახლიდან სპეცრაზმმა ხელბორკილებით გაიყვანა

საქართველოში ყველაზე ცნობილი მამიდა გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. როენა ხუცურაული საკნის რიგში 1 საათის განმავლობაში იყო. მცხეთაში, წინასწარი დაკავების იზოლატორთან ”მამიდა” შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი „შკოდას“ მარკის ავტომობილში იჯდა და ელოდებოდა, როდის გათავისუფლდებოდა მისთვის საკანი. ბრალდებულს ხელბორკილები „კურიერის“ გადამღები ჯგუფის გამოჩენის შემდეგ დაადეს, მანამდე ის რიგს ავტომობილის წინა სავარძელზე უცდიდა.

როენა ხუცურაული დღეს დილით, საკუთარ სახლში, გურამიშვილის გამზირზე აიყვანეს. მეზობლები ჰყვებიან, სპეცრაზმი მათ კორპუსთან დილით ადრე გამოჩნდა და მალევე ბინიდან, ხელბორკილით როენა ხუცურაული გამოიყვანეს.  

საქმის მასალებით, როენა ხუცურაული სასტუმრო „მამიდას“ ფლობს. დოკუმენტებით, ფართი გლდანში გაქირავებულია, თუმცა ფარული ჩანაწერებით დგინდება, რომ როენა ხუცურაული სასტუმროს საქმიანობაში ერეოდა. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

როენა ხუცურაულთან ერთად დააკავეს, მისი სასტუმროს მოიჯარე ზინა ქორიძე იგივე სალომე და სასტუმრო ”გოლდის” მფლობელ ნინო დარბიაშვილი. დღევანდელ სპეცოპერაციას წინ უძღოდა დაკავებების სერია მარტში, მაშინ პოლიცია თბილისის სამი სასტუმრო დალუქა და სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელი გულიადა აფხაზავა, იგივე ფისო დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები საკუთარ სასტუმროებში ოთახებს პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით სისტემატიურად აქირავებდნენ.  

ეს როენა ხუცურაულისთვის ეს პირველი პატიმრობა არ არის. სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი რამდენიმე წლის წინ, ანალოგიური ბრალდებით დააკავეს. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები