02 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
ჩემი ბრძოლა გაგრძელდება იმ დღემდე, სანამ სახელმწიფო არ იტყვის, დიახ, ჩვენ დავაშავეთ მაჩალიკაშვილის ოჯახის წინაშე - მალხაზ მაჩალიკაშვილი

„ჩემი ბრძოლა გააგრძელდება იმ დღემდე, სანამ სახელმწიფო არ იტყვის, დიახ, ჩვენ დავაშავეთ მაჩალიკაშვილის ოჯახის წინაშე,“ – ეს განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობის წინ გააკეთა, სადაც ის პროტესტს აგრძელებს. 

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული ახალგაზრდის მამა ამბობს, რომ გუშინ, სუს-ში 7 საათიანი დაკითხვის დროს, გამომძიებლების ყველა კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, ის ბრძოლას არ წყვეტს და სურს მოისმინოს, რომ სახელწიფო მისი ოჯახის წინაშე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

„ყველა იმ კითხვას გავეცი პასუხი, რაც კი მითქვამს და რაც მქონია გააზრებული, რაც კი გამიფიქრია, მერე რაც გადამიფიქრია და რასაც ვფიქრობ, ყველაფერი. მე დასამალი არ მაქვს, არც დავმალავ, არც ის მანაღვლებს დამიბარებენ თუ არა, არც ის მანაღვლებს დამაკავებენ თუ არა, მე მანაღვლებს ერთი რამ - სახელმწიფო აღიარებს შეცდომას, რომ ამათ მოკლეს თემირლანი უდანაშაულოდ. რაც შეეხება ჩემს ბრძოლას, ჩემი ბრძოლა გაგრძელდება იმ დღემდე, სანამ სახელმწიფო არ იტყვის, დიახ, ჩვენ დავაშავეთ მაჩალიკაშვილის ოჯახის წინაშე,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

დღის ამბები