03 მაისი 2024,   08:59
ვრცლად
"უზარმაზარი ფონდები, რომელიც იხარჯება ლობისტურ საქმიანობაზე, მიმართულია ვანიშვილის პირადი ინტერესების ლობირებისთვის" - სამადაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლების დაქირავებული ლობისტები სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე მუშაობდნენ, ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებს ლობირებენ.

ამ განცხადებით სალომე სამადაშვილი "რუსთავი2"-ის მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ დოკუმენტს გამოეხმაურა, 

სადაც ხელისუფლებასა და მის ნაქირავებ ლობისტებს შორის საიდუმლო მიმოწერაა ასახული. 

სამადაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის პირადი ინტერესების ლობირებისთვის უზარმაზარი თანხა იხარჯება, ეს თანხა კი საქართველოში ინვესტიციების მოზიდვისთვის უნდა იხარჯებოდეს, ან საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში დაჩქარებულად გაწევრიანებისთვის. 

Image result for სალომე სამდაშვილი„ეს უზარმაზარი ფონდები, რომელიც იხარჯება სწორედ ლობისტურ საქმიანობაზე, არის მიმართული ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების ლობირებისთვის და არაფერი აქვს საერთო ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებთან. პირიქით, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში არის ქართველი პოლიტიკოსი აირჩიონ მაღალი რანგის პოსტზე საერთაშორისო ორგანიზაციაში, ამ შემთხვევაში პირდაპირ ლობირებს სახელმწიფო სწორე დამ მიზნის საწინააღმდეგო ამოცანას. რეალურად მსგავსი ფონდები უნდა იხარჯებოდეს მაგალითად ევროკავშირში ან ნატოში გაწევრიანების სწრაფად უზრუნველყოფისთვის, ან ქვეყანაში ინვესტიციის მოზიდვისთვის, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები, ამ შემთხვევაში ეს ფონდები მთლიანად იხარჯება ერთადერთ რამეზე - ბიძინა ივანიშვილის პირად იმიჯზე,“-აცხადებს სამადაშვილი. 

მასშტაბური მიმოწერა, რომელიც "რუსთავი2"-მა მოიპოვა, 600 დოკუმენტისგან შედგება. ერთ-ერთი ეპიზოდი ოპოზციის წინააღმდეგ საერთაშორისო მასშტაბის შავი პიარკამპანიის დაგეგმვას უკავშირდება. ირკვევა, რომ მმართველი გუნდი და მისი ლობისტები 2016 წელს შავ კამპანიას გიგი წერეთლის წინააღმდეგ გეგმავდნენ, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად იყრიდა კენჭს.

როგორც "რუსთავი2"-ის მიერ მოპოვებული სკანდალური დოკუმენტებით ირკვევა, უსაფრთხოების, ქვეყნის ოკუპაციისა და რუსეთიდან მომდინარე აგრესიის მიმართულებებით საქართველოს მთავრობა მის მიერ დაქირავებულ ლობისტებს არაფერს ავალებს და ლობისტების მთავარი დანიშნულება "ქართული ოცნების" პიარია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები