27 აპრილი 2024,   05:00
ვრცლად
150 ლარი #41-ის შემოხაზვის სანაცვლოდ - მოსყიდვის მორიგი ფაქტი ზუგდიდში 

წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვის მორიგი  ფაქტი ზუგდიდში - როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი „კურიერს“ უყვება, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გეგა შენგელიას მხარდაჭერის სანაცვლოდ 150 ლარს სთავაზობდნენ.

ქალბატონი ამბობს, რომ რამდენიმე პირი მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლად გაეცნო და შესთავაზა თანხის სანაცვლოდ ხმა, მმართველი გუნდის კანდიდატისთვის მიეცა. უარის შემდეგ კი ფულადი ანაზღაურების გარდა, სხვა პრივილეგიებსაც დაჰპირდა.

ქალბატონს  საკუთარი  ვინაობის გამხელა სურს, რადგან შიშობს, რომ სოციალურ დახმარებას მოუხსნიან.

“წარმოდგენა არ მქონდა ეს ხალხი ვინ იყო. თვითონ დაიწყეს საუბარი, რომ ჩვენ ოცნებიდან ვართო. თუ თქვენ ჩვენ ხმას მოგვცემთო, ხმის სანაცვლოდ ჩვენ 150 ლარს დაგირიცხავთო. ანუ გეგა შენგელიასთვის უნდა მიმეცა ხმა. თქვენი 150 ლარი, თქვენი ხმის სანაცვლოდ მე არაფრად არ მიღირს მეთქი, ასე რომ კარგად ბრძანდებოდეთმეთქი. ესენი არაფრის დიდებით არ მომეშვნენ, 150 ლარს კი არა, კიდევ ბევრ რამეში დაგეხმარებით და ბევრ რამეში შეგიწყობთო ხელსო,“-განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირებას ითხოვს “ნაციონალური მოძრაობა”.   

„მიაკითხეს ყველაზე გაჭირვებულ ხალხს, დევნილებს, მაგრამ მე მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, რომ დევნილები არიან ყველაზე მაგარი ადამიანები და დევნილები სამშობლოს არ გაჰყიდიან 150 ლარის გულისთვის. აბსოლუტურად ყველას გამოვავლენთ, ყველა დამრღვევ პირს და ყველა დაისჯება კანონის წინაშე უკიდურესად,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ბესო შენგელია.

ამავე თემაზე
დღის ამბები