26 აპრილი 2024,   09:04
ვრცლად
ბეჭდები სარეგისტრაციო ჰქონდათ სახლში, სიები ჰქონდათ სახლში... კანონია დარღვეული - ხატია დეკანოიაძე ზუგდიდის მოვლენებზე საუბრობს

ზუგდიდში, საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა კვლავ ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციის წევრები მოითხოვენ, რომ გამოკვლეული იქნას ის ფოტო და ვიდეო მასალა რომელიც დღეს მათ წარმოადგინეს და რომელიც ადასტურებს, რომ ორი დღის წინ საოლქო კომისიიდან სიები და ბეჭდები კანონდარღვევით იქნა გატანილი. ოპოზიციის წევრების თქმით, საარჩევნო სიები და სარეგისტრაციო ბეჭდები კონკრეტული პირების სახელებში ინახებოდა.  

„როგორ დარღვევით არის გაცემული სარეგისტრაციო ბეჭდები, გუშინ მოვიარეთ ძალიან ბევრი საუბნო საარჩევნო კომისია და კომისიის თავმჯდომარეები პირდაპირ ამბობენ, რომ რეალურად ბეჭდები სარეგისტრაციო ჰქონდათ სახლში, სიები ჰქონდათ სახლში, იმიტომ რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ და ეს იყო პირდაპირი ბრძანება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და რეალურად კანონია დარღვეული,“-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დაყენებას ითხოვს, რასაც კომისიის წევრების ნაწილი არ ეთანხმება. 

დღის ამბები