02 მაისი 2024,   15:37
ვრცლად
ლადო კახაძე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

ლადო კახაძემ განაცხადა, რომ შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი კულტურული ღონისძიებებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების ხელშეწყობა იქნება.

შეხვედრას მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე და საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძეც ესწრებოდნენ.

დღის ამბები