26 აპრილი 2024,   09:25
ვრცლად
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - თელავში საზეიმო ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს

თელავში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს. ღონისძიების ორგანიზატორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა. მისი წარმომადგენლის ინფორმაციით, თელავში წარმოდგენილია რამდენიმე პავილიონი, სადაც პროექტის „გააზიარე ცოდნის“ ფარგლებში, ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.

პარალელურად, თელავში წარმოდგენილია სპეციალური ტექნიკა, მოწყობილია ბავშვთა გასართობი სივრცეები. დღის ბოლოს კი გალა კონცერტი უნდა გაიმართოს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა იმ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც დღეს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თელავში უნდა გაიმართოს.

„წელს, ღონისძიებების ორგანიზატორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო. ხედავთ, რომ რამდენიმე ლოკაციაზეა გარკვეული ღონისძიებები, არის როგორც შემეცნებითი, კულტურული, საგანმანათლებო, ასევე არის გასტრონომიული მიმართულება. ასევე არის ღვინის კუთხე. ასევე არის ბავშვებისთვის გარკვეული გასართობი სივრცეები. ასე, რომ მთლიანობაში, ამ ყველაფერს დაასრულებს უკვე გალა კონცერტი, რომელიც დაიწყება 19:00 საათზე ქართული ხმების და ნიაზ დიასამიძის მონაწილეობით,“ - განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

ავტორი: ია გულიაშვილი. 

დღის ამბები