06 მაისი 2024,   21:42
ვრცლად
მოქმედ გენპროკურორს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს შორის გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძე, არიან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად კანდიდატების სია, რომელიც პარლამენტს უნდა გადაეგზავნოს, დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოაქვეყნა.    

ამ სიაში არიან საქართველოს გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე და მისი პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძე. 

შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის პოსტს 2018 წლის 16 ივლისიდან იკავებს. მანამდე კი 3 თვის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. 2012-2018 წლებში მას მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა ეკავა.

მამუკა ვასაძეს 2015 წლის 30 ნოემბრიდან საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილეა. 

დღის ამბები