06 მაისი 2024,   19:16
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს. ზაზა თავაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გასაჯაროებულ სიაშია.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია გაასაჯაროვა, სადაც 144 კანდიდატია დასახელებული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებს შორის არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები - თამარ ალანია, ნანა აფციაური, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაკა გველესიანი, მირანდა ერემაძე, მოქმედი პროკურორი შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე, ლალი ფაფიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები