02 მაისი 2024,   12:02
ვრცლად
"სადგურის მოედანზე" მეტრო თითქმის ნახევარი საათია მგზავრების გადაყვანას ვერ ახერხებს

შეფერხება მეტროსადგურში - "სადგურის მოედანზე" მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, რომ მეტრო თითქმის ნახევარი საათია მგზავრების გადაყვანას ვერ ახერხებს.

მიზეზი სავარაუდოდ, საბურთალოს ხაზზე ტექნიკური მიზეზით გამოწვეული მორიგი შეფერხება გახდა.

როგორც სატრანსპორტო კომპანიაში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, მოძრაობა მხოლოდ 5 წუთით, ტექნიკური შეფერხების გამო იყო შეჩერებული. კომპანიაში განმარტავენ, რომ მთლიანად დაიცალა ერთ-ეთი შემადგენლობა და ის შემდგომ ვაგონს შეუერთდა. 

დღის ამბები