07 მაისი 2024,   00:33
ვრცლად
ხონის საკრებულოს თანამშრომლებს საფულეები მოპარეს

ხონის საკრებულოს თანამშრომლებს საფულეები მოპარეს, დაკარგულია 500 ლარი. ინფორმაცია "კურიერს" სანდო წყარომ აცნობა. 

"თანამშრომლის საფულეები მოიპარეს, კარადა გატეხეს სამუშაო საათების დროს, მოპარულია 500 ლარამდე თანხა,"- განუცხადა "კურიერს" ხონის საკრებულოს ერთ-ერთმა, თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

მისივე თქმით, კრიმინალისტებმა უკვე აიღეს ანაბეჭდები და იკითხებიან თანამშრომლები. 

ფაქტს ადასტურებენ შსს-შიც, თუმცა აცხადებენ, რომ საფულე არა რამდენიმე, არამერ ერთ თანამშრომელს მოპარეს, დაკარგული თანხის ოდენობა კი მათთვის ჯერჯერობით უცნობია. უწყებაში განმარტავენ, რომ მომხდარზე საქმე ქურდობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

შემთხვევა გუშინ, 16:00-დან 17:00 საათამდე მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ხონის საკრებულოში ეს ქურდობის მეორე შემთხვევაა. მიმდინარე წლის 30 იანვარს, ხონის საკრებულოში ღამის საათებში უცნობი პირები შევიდნენ. მათ იურიდიული განყოფილების უფროსის სამუშაო ოთახის კარი გატეხეს და პერსონალური კომპიუტერი წაიღეს. შენობაში კამერები არ არის.

ხონის რაიონში მძიმე კრიმინოგენულ ვითარებაზე თავად ადგილობრივი მოსახლეობაც ამახვილებს ყურადღებას.

დღის ამბები