06 მაისი 2024,   23:10
ვრცლად
შელაპარაკება გიგა ბოკერიასა და "კალაბოკას" შორის -"ევროპული საქართველოს" ლიდერმა "კალაბოკა" ამომრჩეველზე ზეწოლაში დაადანაშაულა

არჩევნების მეორე ტური, ხმაურით და დაპირისპირებით დაიწყო ოქროყანის 31-ე საარჩევნო უბანზე, სადაც დღეს დილიდან რამდენიმე ინციდენტი მოხდა. ხმაური უბანზე ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი ამომრჩევლის და კომისიის წევრს შორის გასაუბრებას მოჰყვა, მანამდე კი ერთმანეთს "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია და ლევან თოფურიძე, იგივე "კალაბოკა" დაუპირისპირდნენ. ოპოზიცია ლევან თოფურიძეს, კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირში და ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენაში ადანაშაულებს. ოპოზიციის განცხადებით, როგორც მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ასევე უშუალოდ არჩევნების დღეს, "კალაბოკა,"  ხმების სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ მობილიზებას ცდილობს. ის დილიდან ოქროყანის 31-საარჩვნო უბანზე იმყოფება.

გიგა ბოკერიას ინფორმაციით ლევან თოფურიძე, იგივე "კალაბოკა" ამომრჩეველს ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ სთხოვდა, რომ ხმა მიეცათ სახელისუფლებო კანდიდატისთვის, სანაცვლოდ კი „ოცნება“ პატიმრობაში მყოფ დავით ციხელაშვილს გაათავისუფლებდა.

„აქ მთავარი პრობლემა იყო ის უკანონო და უზნეო საქციელი, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამომრჩევლებს, ევაჭრებოდნენ დაჭერილი კაცის ბედით და ეს ხალხი სწორედ ამაში მონაწილეობდა და ეს სერიოზული დარღვევაა როდესაც ამ თემს ამ ინსტრუმენტით ავიწროებ და ეუბნები რომ თუ გინდა რომ ციხეში არ დარჩეს წლები ადამიანი მიეცით მთავრობას ხმა,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

თავად "კალაბოკა" აცხადებს, რომ მას კრიმინალურ ავტორიტეტებთან არაფერი აკავშირებს და გაუგებარია რა მიზეზით ადანაშაულებს მას „ევროპული საქართველო.“

„გამორიცხულია ასეთი რაღაც. ვმუშაობ მშენებლობაზე. ხალხში, სოფელში რამეა გასაკეთებელი მივდივარ 20 ლარად ვმუშაობ. ხელოსანი ვარ, ბაღს ვბარავ. ხელოსანიც ვარ, მიწაზეც ვმუშაობ, ბლოკსაც ვაწყობ. გლეხი კაცი ვარ. ბრიფინგი ჰქონდა ჩემზე, რომ კრიმინალური ავტორიტეტი ლევან თოფურიძე? შემეშინდა, მთელს ოჯახს შეეშინდა. მე და კრიმინალი? ეგეთი რამე არ გამოვა,“-განაცხადა ლევან თოფურიძემ.

 

 

დღის ამბები