07 მაისი 2024,   08:30
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილმა შალვა შავგულიძისა და შალვა თადუმაძის შესახებ დასმულ შეკითხვებს თავი აარიდა

ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის ოლქში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ, "ქართული ოცნების“ ლიდერმა კომენტარი გააკეთა მხოლოდ ხმის მიცემის პროცედურებთან დაკავშირებით, თუმცა დამატებით მას კითხვებისთვის აღარ უპასუხია. ბიძინა ივანიშვილმა ასევე არ ისაუბრა შალვა შავგულიძესთან დაკავშირებითაც, რომელსაც არჩევნებამდე "ოცნების" ლიდერი გირგვლიანის საქმის მიტოვებაში სდებდა ბრალს.

ივანიშვილმა ასევე უპასუხოდ დატოვა შეკითხვა მოსალოდნელ გადაადგილებებთან დაკავშირებით. მან არ დააზუსტა იგეგმება თუ არა მისი ყოფილი ადვოკატის და მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები