03 მაისი 2024,   12:17
ვრცლად
რუსეთმა ამერიკულ და შვედურ თვითმფრინავებს ქვეყნის საზღვართან მიახლოების საშუალება არ მისცა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ამერიკულ და შვედურ თვითმფრინავებს ქვეყნის საზღვართან მიახლოების საშუალება არ მისცეს. ინციდენტი ბალტიის ზღვის თავზე მოხდა.

სერგეი შოიგუს უწყებაში აცხადებენ, რომ შვედური და ამერიკული მზვერავი თვითმფრინავები სახიფათო მანძილით მიუახლოვდნენ რუსეთის საზღვარს, ამიტომ მათ გასაბრუნებლად შემთხვევის ადგილზე სუ 27 გაუშვეს. მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ მოკავშირეები.

 იმ რაიონში, სადაც რუსებმა მოკავშირეების მზვერავი თვითმფრინავები აღმოაჩინეს, ნატოს საზღვაო სწავლებები მიმდინარეობს.

დღის ამბები