26 აპრილი 2024,   08:39
ვრცლად
„ივანიშვილი ალბათ, აკონტროლებს საკუთარი კაბინეტის წევრებს"- სალომე სამადაშვილი დარბევაში ჩუბინიძის მონაწილეობაზე საუბრობს

"ნაციონალური მოძრაობა" არ გამორიცხავს, რომ 20 ივნისის აქციის დარბევის გამოსაძიებლად საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვონ. სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ყველას ესმის ამ ხელისუფლების პირობებში საგამოძიებო სტრუქტურების ობიექტურობის იმედი არავის უნდა ჰქონდეს.

"ჩვენ ვიცით, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში შესაბამისი უწყების მიერ ჩატარებული გამოძიება შედეგს ვერ გამოიღებს. საგამოძიებო კომისიის შექმნა შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს პარლამენტში,"-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რაც შეეხება ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობას აქციის დარბევისას, სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ ივანიშვილი საკუთარ მინისტრებს აკონტროლებს.

„ივანიშვილი ალბათ, აკონტროლებს საკუთარი კაბინეტის წევრებს. აბალანსებს და ალბათ ამ შემთხვევაში ესაჭიროებოდა სრული მობილიზება. რადგან გზავნილი, რომელიც მიიღო საზოგადოებამ იყო ის, რომ ივანიშვილი არ დაიხევს უკან ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.

"ის განაცხადი, რაც დღეს გაკეთდა, რა თქმა უნდა დიდი გამარჯვებაა საპროტესტო ტალღის, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ არ არის საკმარისი. მთავარი მოთხოვნა რჩება გახარიას გადაყენება დაკავებული პოზიციიდან,“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები