22 სექტემბერი 2019,   06:37
ვრცლად
გუდაურში ფესტივალ “Mountain Set: Kazbegi”-ის ტერიტორია დაარბიეს

გუდაურში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ფესტივალ “Mountain Set: Kazbegi”-ის ტერიტორია დაარბიეს. თავდამსხმელები ფესტივალის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ  და დაამტვრიეს ინფრასტრუქტურაც. ამის შესახებ ინფორმაცია და ფაქტის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„ ათი დღეა უკვე ტერიტორიაზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. პარასკევს არის ფესტივალი. გუშინ სტეფანწმინდიდან მოხევეები და მთიულები ამოვიდნენ ტერიტორიაზე. მათი თქმით, ეს იყო მათი მამა-პაპის საძოვრები  დაიყო ეკლესიები და ხატებს შეურაცხყოფდა ეს მუსიკა. შესულები ვიყავით მერთან შეთანხმებაზე. სამი საათი ვისხედით, ვილაპარაკეთ, მაგრამ ვერ მივედით ვერანაირ გადაწყვეტილებამდე, ალტერნატივასაც ვერ გვთავაზობდნენ. ჩვენი თანამშრომელი ბიჭები იყვნენ ტერიტორიაზე და უცბად ვიღაცამ დაიყვირა „დავარბიოთო“ და ტერიტორიაზე ყველაფერი  დარბეულია. იყვნენ სამართალდამცავები, კრიმინალებიც იყვნენ გუშინ ამოსულები, ფოტოები გადავიღეთ. ზარალია 30 000 დან ზემოთ, იმიტომ, რომ ჩათვალეთ, რომ კოტეჯები, ბარები, აღარაფერი აღარ არის,“- განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა მარიამ შარაშიძემ.  

გამოძიება უკვე დაწყებულია ქურდობის და სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურების მუხლით. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და გამოკითხვები.

დღის ამბები