27 აპრილი 2024,   07:09
ვრცლად
პროკურატურის მოწმეები სუს-ის თანამშრომლები არიან, ზოგს გახარია უყენია ავატარად - ნიკა მელია

„ტელევიზორს ვუყურებ და ასე ველოდები განაჩენს, რომელსაც გამოიტანს ჩემი კოლეგები. ტრაგიკომიკურია, ვუყურებ და მეც კი სხვანაირად გავიაზრე, სად ვცხოვრობთ, ეს არის კოჰორტა საპარლამენტო უმრავლესობის, ვინც ახლა კომენტარებს აკეთებს, ესენი მართავენ ქვეყანას, უბედურ დღეში ვართ,“ - ამის შესახებ „კურიერის“ პიდაპირ ეთერში ნიკა მელიამ განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ აქვთ ინფორმაცია პროკურატურის მოწმეებთან დაკავშირებით, რომლებიც სუს-ის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები არიან.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვერ გაბედავენ, რომ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი არ შეუჩერონ, მისი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ორ წევრზე გუშინ წნეხი განხორციელდა.

„ბრალდების მხარს ჰყავს წარმოუდგენელი მოწმეების დასახელებული, 6 მოწმე, რომელთაც მეშვეობითაც უდა გაამართლონ ჩემი დაპატიმრება, ბევრია ადამიანი არის ჩართული ამ ადამიანის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში, ამ დროისთვის რაც გვაქვს ინფორმაცია, საგანგაშოა ვითარება, ვიდრე, საზოგადოებას ჰგონია, უახლოეს საათებში ექნება საზოგადოებას შესაძლებლობამ, გაიგოს რასთან და ვისთან გვაქვს საქმე. არიან სუს-ის თანამშრომლები. ვერც იპოვეს სხვები. ყველა ან მოქმედი და ყოფილი სუს-ის თანამშრომელია. მათ Facebook გვერდებზე შევედით, ზოგს გახარია უყენია ავატარად და ისეთ საოცრებებს წერენ ოპოზიციაზე,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები