02 მაისი 2024,   15:41
ვრცლად
სტიქია ირკუტსკის ოლქში-დაშავებულთა რაოდენობა 400-ს აღწევს

რუსეთის ხელისუფლებამ ირკუტსკის ოლქში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემა დაიწყო. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა, მათ შორის ერთი ბავშვია. დაშავებულთა რაოდენობა 400 აღწევს. გადაუღებელმა წვიმამ რეგიონში საავტომობილო ხიდები გაანადგურა, მიყენებული ზარალი 300 მილიონ რუბლს აჭარბებს. მოსახლეობა დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს. სტიქიის ზონაში დიდი ოცეულის სამიტის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ვლადიმერ პუტინიც ჩავიდა. 

დღის ამბები