02 მაისი 2024,   15:35
ვრცლად
რეკორდული სიცხეები ევროპაში-ქალაქების დიდი ნაწილში განგაშია გამოცხადებული

ევროპაში გაუსაძლისი სიცხეები გრძელდება. უკვე ოთხი დღეა ესპანეთში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს. ქვეყნის 50 რეგიონიდან 40-ში განგაშია გამოცხადებული. ივნისის თვის ყველაზე მაღალი ტემპერატურა, პლიუს 44 გრადუსი ქალაქ ჟირონაში დაფიქსირდა, გაუსაძლისმა სიცხეებმა კატალონიის რეგიონში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძრებიც გამოიწვია. გუშინ წლის ყველაზე ცხელი დღე იყო ბრიტანეთშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურამ 35 გრადუსს მიაღწია. რეკორდული სიცხეებია საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და ჩეხეთშიც.

დღის ამბები