06 მაისი 2024,   22:21
ვრცლად
აქცია ზუგდიდში - სამოქალაქო აქტივისტებმა სამეგრელოს დეპუტატების ბიუროების შესასვლელებში საპროტესტო სტიკერები გააკრეს

შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციები რეგიონებშიც გრძელდება. ამჯერად სამოქალაქო აქტივისტები სამეგრელოს დეპუტატების რეგიონულ ბიუროებში მივიდნენ და ოფისების შესასვლელებში საპროტესტო სტიკერები გააკრეს.

აქტივისტებმა ასევე, „წითელარმიელებად“ მოიხსენიეს ის დეპუტატები, რომლებმაც ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნის ინიციატივას მხარი დაუჭირეს.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია ბრალდებების პასუხად კვლავ იმეორებს, რომ ეს არ იყო იმუნიტეტის მოხსნა და ადგილი ჰქონდა პროკურატურისთვის დამატებითი უფლების მინიჭებას. მისი თქმით, რუსეთი ოკუპანტია, თუმცა ნიკა მელიას საქმესთან ეს თემა კავშირში არ არის.

„ შეჩერებისთვის არ მიგვიცია ხმა, ხმა მივეცით მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურაში გამოკითხვაზე, მეტი არაფერი არ ვიცი. გავრილოვთან არაფერ კავშირში არ არის. მე ვიცი, რომ რუსი ოკუპანტია, მელიას საკითხი სხვა საკითხია,“- განაცხადა „ქართული ოცნების “ წევრმა ედიშერ თოლორაიამ.

დღის ამბები