08 მაისი 2024,   08:54
ვრცლად
„ქიშ, ქიშ წიწილებო“ - ადა მარშანია ჟურნალისტებს  მიმართავს 

ქიშ, ქიშ წიწილებო“ - ასე მიმართა პარლამენტის ფრაქცია ”პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილემ, ადა მარშანიამ ჟურნალისტებს, მათ შორის „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტს.

ამ წუთებში, „პატრიოტთა  ალიანსი“ მხარდამჭერებთან  შეხვედრას სპორტის სასახლეში მართავს. ადა მარშანიამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს დაუპირისპირდა.

„მე ვარ ის ადამიანი, რომელიც თქვენ ამას გეტყვით ყოველთვის. იმას, რომ თქვენ პროვოკატორი ტელევიზია და ქვეყნის დამანგრეველი ტელევიზია ხართ. გადაეცით თქვენს კოლექტივს. პატიოსანმა ხალხმა დატოვოს თქვენი ტელევიზია, ჯობია, პატიოსანმა ჟურნალისტებმა უნდა დატოვონ "რუსთავი 2“ - აღნიშნა ადა მარაშანიამ

დღის ამბები