26 აპრილი 2024,   09:10
ვრცლად
აგრესიულმა რიტორიკამ, მათ შორის, გამოიწვია ის პრობლემები, რის წინაშეც დადგა ჩვენი ბიზნესი - ნათია თურნავა

„არასოდეს მითქვამს, რომ ანტისაოკუპაციო აქციებს უკავშირდება რამე. ანტისაოკუპაციო აქციები და ახალგაზრდების პროტესტი არის ჩვეულებრივი დემოკრატიული ქვეყნისთვის დამახასიათებელი მოვლენა და ამასთან მე არასოდეს მითქვამს, რომ ამასთან რაიმე კავშირი აქვს ეკონომიკურ პრობლემებს. კავშირი ამას აქვს უპასუხისმგებლო განცხადებებთან, რომელსაც პოლიტიკოსები აკეთებენ და ამოფარებულები ამ ახალგაზრდების აქციებს,“ - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ლარის კურსის გაუფასურებას და ტურისტების რაოდენობის შემცირებას ეხებოდა.

ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ 20 ივნისის შემდეგ განხორციელებულმა აგრესიულმა რიტორიკამ ის პრობლემები გამოიწვია, რის წინაშეც დღეს ბიზნესი დგას. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ რუსული ემბარგოს დაწესების შემთხვევაში ზარალი 4 მილიარდ ლარს მიაღწევდა. 

ნათია თურნავა-ის სურათის შედეგი„მე არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობდი ანტისაოკუპაციო აქციებს, მე ვგულისხმობდი უპასუხისმგებლო განცხადებებს, რომელსაც აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკოსი და აგრესიულ რიტორიკას, რასაც ჩვენ ვუყურებთ 20 ივნისის მოვლენის შემდეგ და ამ აგრესიულმა რიტორიკამ, მათ შორის, გამოიწვია ის პრობლემები, რა პრობლემის წინაშეც დადგა ჩვენი ბიზნესი. ჩვენ არ ვართ განსაკუთრებულად დამოკიდებული რუსულ ბაზარსა და რუსულ ტურიზმზე, მაგრამ ეს მიმართულება მაინც მნიშვნელოვანია ჩვენი ტურისტული ინდუსტრიისთვის. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის საოჯახო სასტუმროები, ის რიგითი ადამიანები, ვინც ელოდებოდნენ ამ ტურისტებს და დღეს სწორედ ამ პრობლემას ვხედავთ. ნაკლებობა ნამდვილად იგრძნობა იმიტომ, რომ ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას თუ როგორ აისახა ეს შეზღუდვა ტურისტულ ინდუსტრიაზე. ძალიან ბევრი ჯავშანი გაუქმდა. ჩვენ ვისურვებდით, რომ უფრო მეტად იყოს დატვირთული ჩვენი კურორტები და ეს პრობლემა გამოირიცხოს. ემბარგო რომ დაწესებულიყო, რაც საბედნიეროდ, არ განხორციელდა, მთლიანი ზარალი მიაღწევდა 4 მილიარდ ლარს," - განაცხადა ნათია თურნავამ

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე დამოკიდებული არ არის, თუმცა ქვეყნისთვის ღირებულია ყველა ტურისტი, ვინც ქვეყანაში შემოდის.  

"ჩვენი ეკონომიკა არ არის დამოკიდებული რუსეთზე, მაგრამ ჩვენთვის ღირებულია თითოეული ტურისტი, ვინც ჩვენთან ჩამოდის და თითოეული საექსპორტო ბაზარი, ასევე ღირებულია თითოეული ფერმერი, რომელიც ვერ გაგზავნიდა თავის პროდუქციას და თავის მოსავალს საგარეო ბაზარზე, მათ შორის რუსეთში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები