18 აგვისტო 2019,   11:57
ვრცლად
კრიზისის საბოლოო დადასტურება - ივანიშვილმა აღიარა, რომ 2020 წელს "ქართული ოცნება" ერთპარტიული მმართველობის მოპოვებას ვერ შეძლებს

„ქართული ოცნების“ კრიზისის საბოლოო დადასტურება - ბიძინა ივანიშვილმა დღეს თავად აღიარა, რომ მისი პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთპარტიული მმართველობის შანსს დაკარგავს, დამოუკიდებლად ვერც საპარლამენტო უმრავლესობას დააკომპლექტებს და ვეღარც მთავრობას. ივანიშვილი მოკავშირეებს ეძებს, წინასწარ არ ამბობს ვისთან ფიქრობს გარიგებას, თუმცა აანონსებს, რომ არასდროს ითანამშრომლებს „ნაციონალური მოძრაობასთან“.

ბიძინა ივანიშვილის ამ ფრაზამ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გარდა ყველასთან ითანამშრომლებს - ბევრი კითხვა გააჩინა. ამიტომ პარტიის თავმჯდომარის გზავნილის განმარტებას უმრავლესობის ლიდერი შეეცადა. გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ "ნაციონალური მოძრაობაში" ივანიშვილს მხოლოდ სააკაშვილის პარტიას არ გულისხმობდა და ამ განცხადებაში ყველა ის პოლიტიკური ძალა იგულისხმა ვინც წინა ხელისუფლებასთან იყო კავშირში. ამ მოცემულობით კი გამოდის რომ ფსონს ივანიშვილი "პატრიოტთა ალიანსზე" ან ყოფილ თანაკოალიციელებზე დებს.

ბოლო სოციოლოგიური კვლევის მიხედვით კი პროდასავლური პარტიებიდან "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ნულოვან ბარიერს უპრობლემოდ გადალახავს და პარლამენტში მოხვდება "ევროპული საქართველო", "ლეიბორისტული პარტია" და "რესპუბლიკელები". პარტიის ლიდერებმა ბიძინა ივანიშვილს საპასუხოდ დღეს პირდაპირ უთხრეს რომ ოპოზიცია მასთან თანამშრომლობაში არ შევა. ივანიშვილს ყველა მათგანი ურჩევდა ნუღარ დამალავს პოლიტიკურ ორიენტირს და პრორუსულ პარტიებთან ალიანსის შესახებ განაცხადი ღიად გააკეთოს.

ივანიშვილს გზავნილის გამოცნობა არ გასჭირვებიათ მის ყოფილ თანაგუნდელებს. საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრები ამბობენ, რომ პარტიის თავმჯდომარე ახლა შეშინებულია, ხელისუფლების დაკარგვა არ სურს და 2020 წლის არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე უკვე პრევენციული განცხადებების გაკეთება დაიწყო. ასეთი ოცნების პირობებში, ყოფილი თანაკოალიციელებიც კი ივანიშვილთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ.

დღის ამბები